CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამა Financial Times რეიტინგში 27 ადგილით დაწინაურდა

14 ოქტომბერი 2024

Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, კავკასიის ბიზნესის სკოლისა (CSB)  და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) ერთობლივი MBA პროგრამა მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის 47-ე ადგილს იკავებს.

 

პროგრამა მსოფლიო მასშტაბით ტოპ 50-შია და სხვა წლებთან შედარებით 27 ადგილით წინ არის, ევროპაში კი 24-ე ადგილზეა. უსწრებს ისეთი წარმატებული უნივერსიტეტების EMBA პროგრამებს, როგორებიც არიან: Georgetown University: McDonough; Cornell University: Johnson; Georgia Tech Scheller College of Business; Emory University: Goizueta; Henley Business School და სხვა.

 

გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) თბილისის კამპუსი, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე 2005 წელს დაარსდა. უკვე 19 წელია კავკასიის ბიზნესის სკოლა ორმაგი ხარისხის MBA პროგრამას ახორციელებს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტს გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ენიჭება.

 

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.