IAUP-ისა და AUAP-ის ერთობლივი კონფერენცია ჩინეთში

23 მაისი 2019

კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კახა შენგელია ესწრება IAUP-ისა და AUAP-ის ერთობლივ კონფერენციას, რომელიც სიას უნივერსიტეტის 20 წლის იუბილეს ფარგლებში, ჩინეთში, ჟენჯოუში ტარდება.

 

კონფერენციის თემაა: „უმაღლესი განათლების მომავალი მოდელი და ხელოვნული ინტელექტი, შესაძლებლობები და გამოწვევები“. თემის ირგვლივ კონფერენციის განმავლობაში ისაუბრებენ სანდიეგოს, კალიფორნიის, არიზონასა და მსოფლიოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტების პრეზიდენტები. ასევე გაიმართება, რამდენიმე პანელური დისკუსია ხელოვნული ინტელექტის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე.

 

კონფერენციას მსოფლიოს 28 ქვეყნის 70 პრეზიდენტი და 4 საერთაშორისო ასოციაციის IAUP (უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაცია); AUAP (აზიისა და წყნარი ოკეანეს უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია); IAU (უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია) და WFUNA (გაერთიანებული ერების მსოფლიო ფედერაციის ასოციაცია) ლიდერები ესწრებიან. 

 

კონფერენცია 23 მაისს გაიხსნა ოფიციალური ცერემონიით და 25 მაისს დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმება მონაწილე უნივერსიტეტებს შორის. ასევე, გაიმართება IAUP-ის მმართველი საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრები, რომლის ფარგლებში IAUP-ის პრეზიდენტი, კახა შენგელია და გენერალური მდივანი, ჯერალდ რეიზინგერი წარმოადგენენ ანგარიშს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.