კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები

22 აგვისტო 2022

 

30 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მსოფლიოში გამოჩენილ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს გამორჩეული საქმიანობისთვისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის საქართველოს განვითარებაში. 

 

საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ: CETYS უნივერსიტეტის პრეზიდენტსა (მექსიკა) და „უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის“ (IAUP) პრეზიდენტს დოქტორ ფერნანდო ლეონ გარსიას (Fernando León García), იოჰანესბურგის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და გაეროს უნივერსიტეტის რექტორს (ტოკიო, იაპონია) დოქტორ ტშიილიძი მარვალას (Tshilidzi Marwala), მსოფლიოში ცნობილი რთული სისტემების დინამიკის მათემატიკური მოდელირების სფეროს სპეციალისტსა და ყირგიზეთის პირველ არჩეულ პრეზიდენტს (1990-2005) ასკარ აკაევს (Askar Akaev), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრს, ცნობილ ფრანგ ქართველოლოგს პროფესორ ბერნარ უტიეს (Bernard Outtier).

 

აღსანიშნავია, რომ საპატიო დოქტორის წოდებას კავკასიის უნივერსიტეტი ყოველწლიურად გადასცემს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ მეცნიერებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მათ მიერ განხორციელებული განსაკუთრებული საქმიანობისთვის.