3 დეკემბერს, ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტმა WSET level 2-ის პროგრამა დაიწყო.
სასწავლო კურსი გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და მარანი ხეცურიანის დამფუუძნებელმა შალვა ხეცურიანმა.
კურსს უძღვება საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი, WSET-ის კურსის სერტიფიცირებული ტრენერი გიორგი დარციმელია.
კურსზე მსმენელი შეისწავლის მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებს, იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებენ ღვინის ხარისხზე. ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მეღვინეობის რეგიონები, ვაზის ჯიშები, ღვინოები და მათი მახასიათებელი არომატები.
სწავლება მიმდინარეობს კურსისთვის შემუშავებული სპეციალური სასწავლო წიგნით.
კურსის ბოლოს ჩატარდება გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელს მიენიჭება საერთაშორისო ღვინის კვალიფიკაცია WSET level 2 და გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკაცი.