ენების ევროპული დღე

27 სექტემბერი 2024

26 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტრადიციულად აღინიშნა ენების ევროპული დღე.

 

ამჯერად, მოწვეულმა სტუმარმა, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა ლალი ეზუგბაიამ, ისაუბრა ქართული ენის საზოგადოებრივი სტატუსისა და ფუნქციების შესახებ.

 

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მანჯგალაძე, რომელმაც ასევე გაამახვილა ყურადღება ენის საზოგადოებრივი როლის მრავალმხრივობაზე, ისაუბრა ევროსაბჭოს მიზნობრივ პოლიტიკაზე ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნების თვალსაზრისით და წარუძღვა დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა.