ვწეროთ გამართულად ქართულ ენაზე

27 აპრილი 2026

25 აპრილს, ვილნიუსის უნივერსიტეტში, შედგა პირველი ღონისძიება პროექტის - „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ (ავტორი მარიამ მანჯგალაძე) ფარგლებში.

 

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა დაწერეს კარნახი ქართულ ენაში. სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ქართველებთან ერთად, კარნახი დაწერა ლიეტუველმა ბიოქიმიკოსმა - დანას კლიმავიჩიუსმაც. ამჯერად, შეირჩა თანამედროვე ლიეტუველი ავტორის, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის - ბირუტე იონუშკაიტეს - მოთხრობის, სახელად „ინტეგრაცია“ - ფრაგმენტი.

 

ლიეტუველების დამოკიდებულება საკუთარი ენის მიმართ სანიმუშო მაგალითია. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც დავხვეწთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას: ვწეროთ და ვიმეტყველოთ გამართული ქართულით; წელიწადში ერთხელ, სიმბოლურად მაინც, შევამოწმოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა.

 

საუკეთესო ნაწერის ავტორებს, 28 აპრილს, ქართული ენის დღეების შემაჯამებელ ღონისძიებაზე ვილნიუსის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი გადასცემს საჩუქრებს. ყველა მონაწილეს დაგაეცემა სერტიფიკატი.

 

ღონისძიება გაიმართა კავკასიის და ვილნიუსის უნივერიტეტების ორანიზებით. მხარდამჭერები არიან: ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია, ლიეტუვის მწერალთა კავშირი და გამომცემლობა „ინტელექტი“.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტი - მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ 10 წლის წინ სწორედ ვილნიუსის უნივერსიტეტში დაფუძნდა.