მარანი ხეცურიანის და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია

14 ოქტომბერი 2021

13 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კავკასიის უნივერსიტეტის და მარანი ხეცურიანის ერთობლივი პროექტის - "ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტი" პრეზენტაცია გაიმართა.

 

პროექტის ფარგლებში, სკოლა იწყებს ახალ სასერტიფიკატო პროგრამას - "სომელიე და ღვინის ბიზნესის პროგრამა". პროექტის ფარგლებში, სკოლა იწყებს ახალ სასერტიფიკატო პროგრამას - "სომელიე და ღვინის ბიზნესის პროგრამა" და ასევე აგრძელებს ღვინის საერთაშორისო კვალიფიკაციის WSET -ის სწავლებას საქართველოში. ამის გარდა, თანამშრომლობა ითვალისწინებს გრძელვადიანი გეგმების, საერთო პროექტების განხორციელებას და ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნას.

 

ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტსა და "მარანი ხეცურიანს" შორის  ურთიერთთანამშრომლობის მეგაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, „მარანი ხეცურიანის“- დამფუძნებელმა, შალვა ხეცურიანმა.

 

ღონისძიებას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი.

 

ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტი - კავკასიის უნივერსიტეტის და „მარანი ხეცურიანის“ ერთობლივი პროექტია.

 

„ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა“ 2003 წლიდან არსებობს, 2021 წლიდან კი კავკასიის უნივერსიტეტის და მარანი ხეცურიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში იწყებს ახალი სასერტიფიკატო პროგრამის - "სომელიე და ღვინის ბიზნესის პროგრამა" განხორციელებას.

 

ღვინის ინდუსტრიისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების - „ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლის“ და „კავკასიის უნივერსიტეტის“ გაერთიანება კიდევ უფრო განავითარებს ღვინის განათლების ხარისხს საქართველოში და მსმენელებს ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს მიმდინარე წლიდან.

 

სკოლაში თავმოყრილი და გაერთიანებულია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, 20-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მენტორის მიერ დაგროვილი ღვინის ბიზნესის მდიდარი გამოცდილება. სკოლის ამოცანაა ხელი შეუწყოს როგორც  სომელიეს პროფესიის, ისე ღვინის ბიზნესის ეფექტიან მართვას.