7 თებერვალს, გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, მარიამ ტარასაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - ,,მიმღები ქვეყნის გავლენა დონორი ქვეყნის დემოკრატიის ხელშეწყობის სტრატეგიის განვითარებაზე: ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის მაგალითი“ საჯარო დაცვა. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი ეკა აკობია.
სადისერტაციო ნაშრომი დაცული იქნა დისერტაციის დაცვის კომისიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
- კორნელი კაკაჩია - პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ემირ ეთერია - პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- გიორგი ცხადაია - პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ნანა ფირცხელანი - ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- გიორგი მუჩაიძე - ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- სერგი კაპანაძე - პროფესორი, პროგრამის ხელმძღვანელი.
დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა სადისერტაციო ნაშრომი, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინეს რეცენზენტებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ფიქრია ასანიშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ნოდიამ. დისერტაციის თემასთან დაკავშირებით გაიმართა სამეცნიერო დისკუსია და დოქტორანტმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
სადისერტაციო კომისიის შეფასებით, მარიამ ტარასაშვილმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.