5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი სკოლის - ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლა - მოსწავლეების სპექტაკლი: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენგანა“ გაიმართა.
ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.
სპექტაკლი მოგვითხრობდა საქართველოს მდგომარეობის შესახებ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს; ილიას მოღვაწეობას; მის მკვლელობას და შემოქმედების ძირითად ასპექტებს.
პიესის მთავარი პერსონაჟები: ილია ჭავჭავაძე, ოლღა გურამიშვილი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ასევე ბოლშევიკები - ფილიპე მახარაძე და ილიკო იმერლიშვილი.
სცენარი ეყრდნობოდა შსს-ის საარქივო მასალებს.
