შეხვედრა DataArt-ის წარმომადგენელთან

21 მაისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა უნიკალური კარიერული განვითარების მასტერკლასი, რომელსაც უძღვებოდა საერთაშორისო ტექ კომპანია DataArt-ის ტექ ტალანტების შერჩევის მენეჯერი და კარიერული კონსულტანტი - ანა ანდღულაძე.

 

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ მოამზადონ პროფესიონალური პროფილი და რეზიუმე საერთაშორისო სტანდარტებით და როგორ დაგეგმონ კარიერული ნაბიჯები ეფექტურად. ასევე სპიკერმა ისაუბრა AI ხელსაწყოების გამოყენებაზე სამუშაოს ძიების პროცესში და გასაუბრების დროს მოლაპარაკების პროცესის წარმართვაზე.

 

აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ საერთაშორისო კარიერულ განვითარებას და სურთ მომზადება შესაბამისი პრაქტიკული უნარებით.