ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეული - ფილმის ჩვენება

16 მაისი 2022

16 მაისს, A8 აუდიტორიაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, ამერიკელი რეჟისორის მაია ფორბსის ფილმის - "უსასრულოდ პოლარული დათვი" - ჩვენება მოეწყო, რომელიც ეხებოდა მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის მქონე კაცის ცხოვრებას.

 

ფილმის ჩვენების ბოლოს, დამსწრე აუდიტორიასა და ფსიქოლოგ რუსუდან ზაალიშვილს შორის გაიმართა ფილმის განხილვა და დისკუსია მთავარი პერსონაჟის ირგვლივ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.  

 

ასევე, უნივერსიტეტის B სართულზე მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ, გაეცნონ თემატურ საინფორმაციო მასალებს.

 

16-19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები იმართება, რომელთა მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულს კავკასიის უნივერსიტეტი აღნიშნავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და ყურადღების გამახვილება სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.