პრეზენტაცია მევლანას გაცვლითი პროგრამის შესახებ

11 იანვარი

მევლანას გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს განახორციელონ სტუდენტების მობილობა და შერჩეული მონაწილეებისთვის დააფინანსონ ერთი სემესტრი თურქეთის პარნტიორ უნივერსიტეტში.

მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომელთა შორისაც გაფორმებულია (მევლანას პროექტის ფარგლებში) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

კავკასიის უნივერსიტეტს მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ყავს სამი პარტნიორი უნივერსიტეტი.

პროგრამით ვერ ისარგებლებენ მოსამზადებელი და საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსზე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პირველ სემესტრში მყოფი სტუდენტები.