მინჰოს უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

23 სექტემბერი 2021

16-22 სექტემბერს, კავკასიის  უნივერსიტეტს, Erasmus+ ის აკადემიური მობილობის ფარგლებში, მინჰოს უნივერსიტეტის (University of Minho, Portugal) პროფესორი პაულო მენდონკა (Paulo Mendonca) ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან. მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის მსვლელობისას სამუშაო შეხვედრები განხორციელდა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის, არქიტექტურის პროგრამის აკადემიურ პერსონალთან და ამავე პროგრამის ხელმძღვანელებთან, შეხვედრაზე მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს ხედვები და პრაქტიკა, აგრეთვე შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

 

 კვლევითი მიმართულებით ერთობლივი პროგრამებისა და კონფერენციების განხორციელების შესაძლებლობებთან დაკავშირებით კი, სამუშაო შეხვედრა კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტთან გაიმართა, მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

 

მობილობის ფარგლებში, არქიტექტურის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ლექცია თემაზე: Lightweight and mixed weight building systems for refurbishment.

 

 მინჰოს უნივერსიტეტი, ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility –ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას.