NATO 75 საზეიმო სხდომა და ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრის გახსნა

9 აპრილი 2024

8 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში - NATO 75 საზეიმო სხდომა - გაიმართა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) 75 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი.

 

ღონისძიება გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ასევე სიტყვით მიმართეს დამსწრე აუდიტორიას პოლიტიკოსმა და ფილოლოგმა - ირაკლი წერეთელმა;  ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდრე ვინიკოვმა; ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში - პეტრ კუბერნატმა და მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა.

 

ღონისძიებაზე განხილული იყო ნატოს ისტორიული და მსოფლიო პოლიტიკური მნიშვნელობა. ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოზიტიური და სასიკეთო გავლენა.

 

ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში გაიხსნა 1987-1991 წლების საქართველოს დიდი ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების, საქართველოში ევროატლანტიკური სტრატეგიის ინიციატორის - ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი.

 

დასასრულს კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა დამსწრე აუდიტორიისთვის ქართულ-ხალხური სიმღერები შეასრულა.