ახალი ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია - "ქალთა შესაძლებლობების გაზრდა კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე - WISEC ACADEMY"

1 ნოემბერი 2023

31 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ახალი Jean Monnet მოდულის პრეზენტაცია (2023-2026) - "ქალთა შესაძლებლობების გაზრდა კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე - WISEC ACADEMY".

 

შეხვედრას უძღვებოდა: კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, პროფესორი მაქსიმ იავიჩი; კომპიუტერული მეცნიერების დოქტორანტი, კიბერუსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი კიბერუსაფრთხოების ცენტრში არჩილი შენგელია; დოქტორი გიორგი ახალაია, კიბერუსაფრთხოების ცენტრის მთავარი სპეციალისტი; სერგეი სიმონოვი, კომპიუტერული მეცნიერების დოქტორობის კანდიდატი, კიბერუსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი კიბერუსაფრთხოების ცენტრში.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის საკითხებში ირენა მელუა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის Women in Tech რეგიონული დირექტორი ნინო ლორთქიფანიძე.

 

ღონისძიებაზე სპიკერებმა წარადგინეს შემდეგი თემატური პრეზენტაციები:

 

  • ახალი ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია: ქალთა შესაძლებლობების გაზრდა კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე - WISEC ACADEMY. პროექტის მიზნები, სპეციფიკაცია და სასწავლო პროგრამის მახასიათებლები;
  • GDPR და მონაცემთა დაცვის განათლების მნიშვნელობა საქართველოში ევროკავშირის კვლევებზე დაფუძნებული WISEC აკადემიის ფარგლებში;
  • შეღწევადობის ტესტირება. ევროპული პრაქტიკა;
  • WISEC აკადემიის სამიზნე აუდიტორია და აქტივობები თითოეული კატეგორიისთვის;
  • პროექტის მოსალოდნელი გავლენა და შედეგები.

 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.