რაჯასტანის ნიმსის უნივერსიტეტმა კახა შენგელიას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

28 იანვარი 2025

25-28 იანვარს, ინდოეთში, ქ. ჯაიპურში, საპატიო მიწვევით იმყოფებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია. ვიზიტის ფარგლებში, ნიმსის უნივერსიტეტმა, რომლის დამფუძნებელი და რექტორი დოქტორი ბალვირ ს ტომარი, მას მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება უმაღლეს განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ 26 იანვარს უნივერსიტეტში გაიმართა რიგით 76 რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც კახა შენგელია იღებდა მონაწილეობას.  

 

კავკასიის უნივერსიტეტსა და ნიმსის უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს გაცვლით პროგრამას სტუდენტებს შორის.

 

ნიმსის უნივერსიტეტი არის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი ინდოეთში, ასევე, შეფასებულია როგორც საუკეთესო კერძო უნივერსიტეტი ჩრდილოეთ ინდოეთში. აკადემიურ და ინოვაციურ კვლევებში მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო მე-5 განვითარებადი სამედიცინო კოლეჯი ინდოეთში India Today-ის მიერ და სხვა მრავალი.