Old Dominion University-ის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

31 იანვარი 2025

31 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტს, ეწვია Old Dominion University-ის მეწარმეობის ცენტრის პროგრამის მენეჯერი, პროფესორი შერონ სკანელი.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა გაცნობითი შეხვედრა კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანთან, ელენე ჯღარკავასთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის მთავარი თემები შეეხებოდა სტუდენტების ჩართულობას სამეწარმეო ეკოსისტემაში, უნივერსიტეტებში მეწარმეობის ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკას და ორ ინსტიტუტს შორის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. პროფესორმა CU - ს წარმომადგენლებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება სტუდენტების ინოვაციური იდეების მხარდაჭერა და  მათი ჩართვა სამეწარმეო აქტივობებში.

 

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას და სტუდენტებისთვის სამეწარმეო მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას.