IAUP-ის ვირტუალური კონფერენციის გახსნა და გენერალური ასამბლეის სხდომა

30 ივლისი 2021

 

29 ივლისს, ოფიციალურად გაიხსნა “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP), ვირტუალური კონფერენცია, რომელსაც  სეტის უნივერსიტეტი მასპინძლობს (მექსიკა). კონფერენციის მთავარი თემაა - ”Innovation and Inclusion: Key Priorities for Higher Education in a Post Pandemic World“. 

 

აღსანიშნავია, რომ IAUP-ის პრეზიდენტის რანგში, კახა შენგელიამ  ბოლო კონფერენცია ოფიციალურად გახსნა.



სამდღიან კონფერენციაში, 400-მდე უცხოური უნივერსიტეტის პრეზიდენტი და საგანმანათლებლო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.



კონფერენციის ფარგლებში, 30 ივლისს, “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) გენერალური ასამბლეის სხდომაზე,  კახა შენგელიამ ოფიციალურად დაასრულა ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადა და არჩეულ იქნა IAUP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ  სამი წლის ვადით.   ასამბლეის ფარგლებში, ასევე გაიმართა ახალი პრეზიდენტის, ფერენნდო ლეონ გარსიას ინაუგურაცია, რომელმაც აღნიშნული პოსტი მომავალი სამი წლის ვადით დაიკავა.  

 

ღონისძიების ფარგლებში, კახა შენგელიამ მიმოიხილა და შეაჯამა მისი საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და მიღწევები, ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში ორგანიზაციის გამოწვევებზე და მათი გამკლავების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე. კახა შენგელიამ მადლობა გადაუხადა IAUP-ის წევრებს და პარტნიორ ორგანიზაციებს ოთხი წლის განმავლობაში გაწეული შრომისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.

 

დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე.