21 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ისტორიული ბაიბურთის კულტურის ძეგლების 2019 წლის საკვლევი ექსპედიციის ანგარიშის წარდგენა გაიმართა.
ექსპედიცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო გამარჯვებული პროექტის – „თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების, სპერის, ბაიბურთის და ლაზეთის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი“ ფარგლებში. ექსპედიცია კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მიერ განხორციელდა.
საქართველოს ისტორიულ მხარეებში ინტენსიური საკვლევი ექსპედიციები 2012 წლიდან ტარდება. მასში მონაწილეობას კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი იღებენ.