პროფესორ რეზო სტურუას აუდიტორიის გახსნა და პოეზიის საღამო CU კამპუსში

24 დეკემბერი 2021

23 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ, პოეტ რეზო სტურუას სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

 

ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კახა შენგელიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და პროფესორ რეზო სტურუას შესახებ ისაუბრა. სიტყვით წარდგნენ სხვა სტუმრებიც, რომლებმაც რეზო სტურუას მოღვაწეობასა და პროფესიულ ცხოვრებაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალური დასის წევრების მონაწილეობით, პოეზიის საღამო გაიმართა. სტუდენტებმა პროფესორ, პოეტ, რეზო სტურუას ლექსები წაიკითხეს.

 

სხვა მრავალ საქმიანობასთან ერთად, რევაზ სტურუას მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, სამეცნიერო-საინჟინრო სფერო -
სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების პროცესები გახლდათ
სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა შავი და ფერადი ლითონების მადნების გამდიდრების ტექნოლოგიებთან ინტენსიური ენერგეტიკული
პროცესების კომბინირების მეცნიერული საფუძვლები, რაც

პრაქტიკულად გამოიხატა ახალი მაღალეფექტური ტექნოლოგიების
შექმნაში

 

პროფესორი რევაზ სტურუა იყო 145 ნაბეჭდი ნაშრომის, მათ შორის 28
საავტორო მოწმობის, 1 მონოგრაფიის და 4 სახელმძღვანელოს ავტორი.

 

რევაზ სტურუას შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე .