CU-ის პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

9 იანვარი 2025

საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა The Catholic Historical Review (110:4, 2024), რომელსაც ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტი (ვაშინგტონი) გამოსცემს, გამოაქვეყნა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, დავით თინიკაშვილის სამეცნიერო სტატია „საქართველო და ჯვაროსნები: სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეობა“ (“Georgia and the Crusaders: Political and Military Alliance”).

 

სტატიაში ყველა ღირებული ქართული და უცხოური წყაროს საფუძველზე განხილულია ქართველებისა და ჯვაროსნების ისტორიული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი (სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური, რელიგიური, სოციალური) და ნაჩვენებია, რომ ისინი ერთმანეთისთვის მოკავშირეები იყვნენ. ევროპიდან წამოსულ ჯვაროსნებსა და ქართველებს მუსლიმური იმპერიების სახით საერთო მტერი ჰყავდათ და ამიტომაც, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი სწორედ ჯვაროსანთა წარმატებას უკავშირებს საქართველოს გაძლიერებას. თუმცა, მიზეზთა გამო, ჯვაროსნებსა და ქართველებს შორის სისტემატური და კოორდინირებული ერთობლივი სამხედრო აქტივობები შეუძლებელი იყო.

 

სტატია იხილეთ ბმულზე.