პროფესორ ოთარ ჭედიას სახელობის აუდიტორიის გახსნა

24 დეკემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ოთარ ჭედიას სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

 

ღონისძიებას CU-ის პრეზიდენტი კახა შენგელია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბატონი ოთარის ოჯახის წევრები, კოლეგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კახა შენგელიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და პროფესორ ოთარ ჭედიას შესახებ ისაუბრა. სიტყვით წარდგნენ ოჯახის წევრები და სხვა სტუმრებიც, რომლებმაც ყურადღება ოთარის პროფესიონალიზმსა და პიროვნულ თვისებებზე გაამახვილეს. მათ გაიხსენეს პროფესორის მოღვაწეობა და წვლილი კავკასიის უნივერსიტეტის განვითარებაში.

 

ბატონი ოთარი CU-ში 1998 წლიდან ეწეოდა აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას, იყო საქართველოში თეორიული ასტროფიზიკის სკოლის ჩამოყალიბების თანამონაწილე და არაერთი სამეცნიერო შრომის ავტორი. 2013 წლის იანვარში მას გადაეცა ღირსების ორდენი.

 

ბატონი ოთარის ღვაწლი და დამსახურება განუზომელია კავკასიის უნივერსიტეტის წინაშე.

 

ოთარ ჭედიას შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.