28 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის ასოცირებული პროფესორის ლევან წიქარიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციის თემა იყო, ,,ტაო-კლარჯეთი და გრიგოლ ხანძთელის (ხანცთელის) მოღვაწეობა“.
შეხვედრა ჩატარდა, ხაშურის #2 საჯარო სკოლის მაღალკლასელებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ლექციაზე განიხილეს ტაო-კლარჯეთის რეგიონთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები: ტაო-კლარჯეთის მოკლე ისტორია და საზღვრები, გრიგოლ ხანძთელთან (ხანცთელთან) დაკავშირებული მატერიალური კულტურის ძეგლები, „კლარჯეთის ათორმეტი უდაბნო“ და მათი თანამედროვე მდგომარეობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის სკოლის ადმინისტრაცია და პროფესორები. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია.