ინვესტირება გავლენისათვის - ევროპული გამოცდილება და ტენდენციები

30 სექტემბერი 2022

29 სექტემბერს, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" (CSRDG) კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, ლუჩიანო ბალბოს საჯარო ლექცია კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამართა, თემაზე - ინვესტირება გავლენისათვის - ევროპული გამოცდილება და ტენდენციები.

 

ლუჩიანო ბალბო კერძო კაპიტალის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, იტალიაში გავლენის საინვესტიციო ფონდების მმართველი კომპანიის Oltre Venture დამფუძნებელია.

 

სპიკერმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს თავის გამოცდილება გაუზიარა იტალიაში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების (Impact Investing) საკითხებზე. საჯარო ლექციაზე ასევე განხილული იყო: გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების არსი (impact investing), რატომ ინვესტირება გავლენისათვის? გავლენის ფონდების საქმიანობა და მსხვილი ბიზნესის როლი მდგრადი დადებითი გავლენის შექმნაში და ა.შ.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

ლექცია გაიმართა პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანთროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) ხელშეწყობით.