11-13 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ "უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP)" რეგიონულ შეხვედრაში და კონფერენციაში (ეგვიპტე, კაირო) მმართველი საბჭოს თავმჯდომარის რანგში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას IAUP-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ინან გალალმა უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა, აგრეთვე, IAUP-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, უფროსი მრჩევლები, მმართველი საბჭოს წევრები და ა.შ.
კონფერენციის ფარგლებში, რომლის თემაც იყო „Transforming Global Higher Education through Quality, Innovation and In clusion“ გაიმართა რამდენიმე პანელური სესია. ბატონმა კახა შენგელიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში და ისაუბრა თემაზე: ,,UNESCO 2030 Roadmap: What progress have we made?’’.
ღონისძიების ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა 6 ოქტომბრის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან და მმართველ საბჭოს წარმომადგენლებთან კაიროში. აღსანიშნავია, რომ კახა შენგელიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმის ამერიკის, ინდოეთისა და მექსიკის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებთან.
ვიზიტის ფარგლებში კახა შენგელიას თავმჯდომარეობით გაიმართა IAUP-ის მმართველი საბჭოს სხდომა.ბორდის წევრებმა განიხილეს IAUP მიმდინარე პროგრამები, დაამტკიცეს ორგანიზაციის ახალი წევრები, განიხილეს მიმდინარე წლის აქტივობები და დაგეგმეს 2024 წლის ღონისძიებები.