საჯარო ლექცია თემაზე - "სამყარო: წარსული და მომავალი"

3 ოქტომბერი 2016

3 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - “სამყარო: წარსული და მომავალი (The Universe: Looking Backward - Looking Forward)”.

ჯასარო ლექცია ჩაატარა კარნეგი მელონისა და ილიას უნივერსიტეტების პროფესორმა თინათინ კახნიაშვილმა.

 

აბსტრაქტი:

კოსმოლოგია არის მეცნიერება სამყაროს შესახებ. პირველი კოსმოლოგიური დაკვირვება განხორციელდა 1929 წელს ედვინ ჰაბლის მიერრომელმაც აჩვენა რომ სამყარო ფართოვდება, რითაც დაადასტურა გორჯ ლემეტრის (1927) მიერ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობისთეორიის ფარგლებში მიღებული სამყაროს მოდელი. მეოცე საუკუნის მიწურულს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისს ხშირადკოსმოლოგიის "ოქროს ხანად" მოიხსენიებენ, რამდენადაც დღეს შეგვიძლია აღვადგინოთ სამყაროს სურათი მილიარდი წლის წინ და ასევევიწინასწარმეტყველოთ სამყაროს შორეული მომავალი: თანამედროვე კოსმოლოგიური დაკვირვებები საშუალებას გვაძლევს "დავინახოთ"ჩვილი სამყარო (baby universe}, “ვიმოგზაუროთ” სამყაროს ადრეულ წარსულსა და შორეულ მომავალში, და თავად სამყაროს დაბადებაზევიმსჯელოთ.