საჯარო ფორუმი „საუბრები კლიმატზე“

27 სექტემბერი 2019

27 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირმა საჯარო ფორუმი „საუბრები კლიმატზე“ გამართა. ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და CENN-თან თანამშრომლობით ჩატარდა. ფორუმს ესწრებოდა 300 ახალგაზრდა მონაწილე, დარგის ექსპერტები, მთავრობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

ღონისძიების მიზანი კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობა.

 

საჯარო ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ვინსენტ რეი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მათ საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, განხორციელებულ ქმედებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.