4 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD) თანამშრომლობით უმასპინძლა პროფ. დოქტ. შტეფან ბრუნჰუბერს (მიტვაიდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია), რომელიც პროგრამის Science Lecture ფარგლებში ეწვია საქართველოს.
ღონისძიება გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ირენა მელუამ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობაზე, ასევე კავკასიის უნივერსიტეტსა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურს (DAAD) შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე.
გარდა ამისა, სიტყვით გამოვიდა DAAD-ის ხელმძღვანელი, გებჰარდ რაული (Gebhard Reul), რომელმაც ხაზი გაუსვა მდგრადი ფინანსების თემის აქტუალობას. პროფ. ბრუნჰუბერმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „Sustainable Finance“.
მოხსენების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მოწვეულ პროფესორთან ერთად მონაწილეობდნენ:
- პროფესორი, დოქტორი ვახტანგ ფარცვანია (კავკასიის უნივერსიტეტი);
- ქ-ნი ეკატერინე მიქაძე (ADB / კლიმატის უფროსი ოფიცერი);
- პანელურ დისკუსიას მოდერაცია გაუწია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტ. ერეკლე პირველმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.