სომელიეს და მემარნის სასწავლო პროგრამები ქუთაისში

13 ივნისი 2022

10 ივნისს, ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალის დაფუძნების ცერემონია ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაში გაიმართა.

 

ცერემონიას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში - ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი - იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი - ზაზა ლომინაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - ლევან მეხუზლა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი - მედეა ჯანიაშვილი, DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი - მარი დევიძე.

 

სკოლისა და სასწავლო პროგრამის შესახებ ისაუბრეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მარანი ხეცურიანის დამფუძნებელმა შალვა ხეცურიანმა.

 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ხელი მოეწერა მემორანდუმს, ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის, ასევე - ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტსა და DMO იმერეთს შორის.

 

ცერემონიაზე სკოლის ორი სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია შედგა:

 

  • სომელიე | რეგისტრაციის დედლაინი 22 ივნისი | კურსის ჩატარების თარიღი: 24, 25, 26 ივნისი | დრო: 10:00 – 16:00 | საფასური 390 ლარი
  • მემარნე | რეგისტრაციის დედლაინი 28 ივნისი | კურსის ჩატარების თარიღი: 1, 2, 3, 4 ივლისი | დრო: 10:00 – 16:00 | საფასური 420 ლარი

 

სომელიეს კურსი - განკუთვნილია ჰოსპიტალიტი, ტურიზმის, სარესტორნო და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის და მისი ამოცანაა, ამ დარგებში ცოდნის განვითარება და სერვისის ამაღლება, როგორც ქუთაისში, ასევე - მთლიანად რეგიონში. კურსი განკუთვნილია არა მხოლოდ სომელიეთათვის არამედ სარესტორნო სერვისში დასაქმებული სრული პერსონალისთვის: რესტორნების, კაფეებისა და ბარების მენეჯერები, სერვის მენეჯერები, მიმტანები, ბარმენები და სხვა.

 

კურსი მოიცავს შემდეგს:

 

  • სომელიეს ხელოვნება;
  • სერვისის უახლესი სტანდარტები რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში;
  • საქართველოს და მსოფლიოს წამყვანი მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონები | დეგუსტაცია;
  • ღვინის შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა | დეგუსტაცია;
  • შესავალი მევენახეობა-მეღვინეობაში;

 

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა. მათ, ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მიანიჭებს Assistant Sommelier-ს სტატუსს.

 

მემარნის კურსი - განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს ან აპირებს, დაიწყოს ღვინის წარმოება და მოაწყოს საკუთარი მარანი.

 

კურსი მოიცავს შემდეგს:

 

  • მევენახეობის საფუძვლები;
  • მეღვინეობის საფუძვლები;
  • ქვევრის ღვინის წარმოება;
  • ღვინის ტურიზმი და მარკეტინგი;

 

მნიშვნელოვანია:

 

სასწავლო პროგრამა შედგენილია მემარნეების ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, კითხვების და კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით.

 

გარდა ამისა, მსმენელებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სილაბუსების შექმნაში. ყველა მსმენელს შეეძლება, კურსის დაწყებამდე სკოლას წინასწარ მიაწოდოს კითხვები, რომლებიც პასუხობს მათ კონკრეტულ საჭიროებებს ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს დაეხმარება მას ვენახის, მარნის და ღვინის ხარისხის მართვაში.

 

ლექციებს წაიკითხავენ:

 

| შალვა ხეცურიანი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, მარანი ხეცურიანი -ს დამფუძნებელი;

| ლევან უჯმაჯურიძე - სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი;

| დავით ჩიჩუა - მეღვინე, ასოცირებული პროფესორი;

| გია პირადაშვილი - შატო მერე-ს დამფუძნებელი;

| თამაზ თამაზაშვილი - სომელიე, 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე;

| ანდრია ქურასბედიანი - რესტორანი ბარბარესთან - გენერალური მენეჯერი;

 

სასწავლო კურსები ტარდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა, DMO იმერეთი -ს და სასტუმრო ბესტ ვესტერნ ქუთაისის მხარდაჭერით.

 

საკონტაქტო პირები : ნესტან მიქაძე 557908884

 

მაია მუშკუდიანი 599195956