სახელმწიფო მართვის სკოლის სიმულაციური თამაში აბიტურიენტებისთვის „მართე სახელმწიფო“

28 თებერვალი 2024

27 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობითა და დიპლომატიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართა - სახელმწიფოს მართვის სიმულაციური თამაში „მართე სახელმწიფო“.

 

სპეციალური კომპიუტერული თამაშის გამოყენებით და აკადემიური პერსონალის დახმარებით აბიტურიენტებმა შეიმეცნეს პოლიტიკის კომპლექსური სამყარო და გაიგეს:

 

  • რას ნიშნავს მართო სახელმწიფო? როგორია ეფექტური საჯარო მმართველობა?
  • რა პოლიტიკური კაპიტალი და საბიუჯეტო რესურსი სჭირდება სასურველი პოლიტიკის გატარებას სხვადასხვა სფეროში?
  • რა კავშირშია ერთმანეთთან ამომრჩეველი, ელექტორალური ჯგუფები, იდეოლოგიები, სამოქალაქო გაერთიანებები და საარჩევნო შედეგები?
  • როგორ იწვევს პეპლის აფრენა სახელმწიფოს მართვის ერთ სფეროში, ქარიშხალს მეორეში?
  • როგორ არის ურთიერთგადაჯაჭვული ერთმანეთში პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, შიდა და საერთაშორისო პოლიტიკა?

 

საორიენტაციო შეხვედრას და სიმულაციას უძღვებოდნენ: სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობია; საჯარო მმართველობისა და დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების პოლიტიკური ფილოსოფიისა და იდეოლოგიების ასოცირებული პროფესორი გიორგი ცხადაია და ეკონომიკის პროფესორი, ემირ ეთერია.

 

ღონისძიებაში მონაწილე აბიტურიენტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.