სტუდენტური კონფერენცია - „ტურისტული ადგილის განვითარება და მისი მარკეტინგული კამპანია“

5 ივნისი 2024

5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ტურიზმის სკოლის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია - „ტურისტული ადგილის განვითარება და მისი მარკეტინგული კამპანია“- ჩატარდა.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ტურიზმის და სხვა მიმართულებების სტუდენტებმა.

 

კომისიის წევრები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო კომიტეტის ხელმძღვანელი ნინა კეკელიძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს უფროსი ანანო კეკელია და კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორი გიორგი ბრეგაძე. 

 

პირველი ადგილის მოიპოვა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გუნდმა, „გრუნი“, თემით - „კურორტ სურამის ფუნქციური გააზრება - მწვანე კონცეფციიდან ნელი ტურიზმისკენ“; ხოლო მეორე ადგილის მფლობელი გახდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გუნდი, „კაპიტელი 2024“, თემით -  „ჩხარის ქვეყანა“ - სოფლად ქცეული ქალაქი და მისი ტურისტული პოტენციალი“.

 

შეხვედრის ბოლოს, ტურიზმის სკოლის დეკანმა დიკო კოპალეიშვილმა კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

აღნიშნული ფორმატის კონფერენცია უკვე მრავალი წელია ტარდება და სამომავლოდ საერთაშორისო ხასიათსაც მიიღებს.