სტუდენტური ვორკშოპი – „მდგრადი ტურისტული მომსახურებების დიზაინი“ კავკასიის უნივერსიტეტში

3 ოქტომბერი 2025

1-ელ ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა Erasmus+ CBHE პროექტის ENRICHER Hubs - „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით ფარგლებში, სტუდენტურ ვორკშოპს უმასპინძლა. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის მდგრადი ტურიზმის პრინციპების გაცნობას და მომსახურების დიზაინის, გუნდური მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული უნარების განვითარებას.

 

შეხვედრა გაიხსნა ENRICHER Hubs პროექტის პრეზენტაციით, რასაც მოჰყვა სესია ტურიზმში მდგრადობის შესახებ. მონაწილეებმა განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული ინდიკატორები და ტურიზმის ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალურ-კულტურული გავლენა.

 

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში, მათ შორის:

 

  • ტურიზმის სფეროს დადებითი და უარყოფითი გავლენების ანალიზი ქუთაისის მაგალითზე;
  • მომსახურების დიზაინის საფუძვლებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული კვლევის მეთოდების შესწავლა;
  • ტურიზმის გამოწვევების ანალიზი კვლევითი კედლის საშუალებით თელავის მაგალითზე;
  • ინოვაციური იდეების გენერირება და მათი პრეზენტაცია, რომელზეც სტუდენტებმა ადგილობრივი და ევროპელი მენტორებისგან მიიღეს უკუკავშირი.

 

შეხვედრა დასრულდა  დაგეგმილი მომდევნო აქტივობების მიმოხილვით, მათ შორის მომსახურების დიზაინის კურსით და მწვანე ტურიზმის ბიზნეს გამოწვევებით, რომელიც ENRICHER Hubs პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

 

ღონისძიება აერთიანებდა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, ასევე, ადგილობრივი და ევროპელი უნივერსიტეტების წარმომადგენელ მენტორებს. მონაწილეები გაეცნენ მდგრადობის ძირითად კონცეფციებსა და შესაძლებლობებს მწვანე ტურიზმის მიმართულებით ინოვაციური მიდგომების განვითარებისთვის.

 

„Funded by the European Union. Views and opinions expressed are those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or of the European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them“.