ტურიზმის სკოლის ლექტორის აღიარება

21 ნოემბერი 2023

14-16 ნოემბერს, ყაზახეთის ქალაქ ალმა ატაში (ალმათში), მასპინძლობის მსოფლიო გიგანტის, ფრანგული კომპანია „ACCOR“-ის რეგიონული სამიტი გაიმართა, სადაც ისეთი ქვეყნების გვერდიგვერდ, როგორიცაა: უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, პოლონეთი - საქართველოც იყო წარმოდგენილი.

 

„ ACCOR “-მა ღონისძიებაზე გასული წელი შეაჯამა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის სხვადასხვა სასტუმრო და მათი გენერალური მენეჯერები დააჯილდოვა.

 

საქართველოდან ლიკა ჩიხლაძემ, რომელიც სასტუმროს ibis budget Tbilisi Centre გენერალური მენეჯერია, მიიღო აღიარება და ჯილდო ნომინაციაში: რეპუტაციის ქულის საუკეთესო ზრდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

 

რეპუტაციის ქულა სტუმრების საერთო გამოცდილებას ასახავს, რაც ყველა სასტუმროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სტუმრის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

„ეს მიღწევა არის ibis budget Tbilisi Center-ის მთელი გუნდის შრომისმოყვარეობის, მონდომებისა და ერთგულების დასტური, რომელიც მაძლევს მოტივაციას, რომ ჩემს გუნდთან ერთად სტუმრებს კიდევ უკეთესი მომსახურება შევთავაზოთ და მათ დაუვიწყარი მომენტები შევუქმნათ“ - ამბობს ლიკა ჩიხლაძე