სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროექტის (PROVE) ფარგლებში, 22 და 24 აპრილს კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდება ტრენინგი „როგორ ვასწავლოთ ღირებულებები?“.
პროექტი „Erasmus+“-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში, შემუშავებული სტრატეგიული ინიციატივაა, რომელიც ფოკუსირებულია სამშვიდობო განათლებაზე, რაც ეფუძნება ღირებულებით სწავლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების (VaKE - Values and Knowledge Education) მიდგომებს და ხორციელდება ავსტრიის, საქართველოსა და სომხეთის ორგანიზაციების/უნივერსიტეტების თანამშრომლობით. ეს არის ინოვაციური, სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდი, რომელიც აერთიანებს ღირებულებებზე დაფუძნებულ და კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებას.
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ლექტორისა და მასწავლებლის როლი სცილდება მხოლოდ საგნობრივი შინაარსის გადაცემას. გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა გვკარნახობს, რომ უნივერსიტეტის მისია ეთიკური ცნობიერების, სოციალური პასუხისმგებლობის, კრიტიკული აზროვნების მქონე პროფესიონალის ჩამოყალიბებაა. შესაბამისად, ღირებულებებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ტრენინგზე „როგორ ვასწავლოთ ღირებულებები?“ განხილული იქნება, თუ რას გულისხმობს ღირებულებითი განათლება და როგორ შეიძლება იქცეს აკადემიური შინაარსი ღირებულებების ფორმირების ინსტრუმენტად; შეთავაზებულ იქნება VaKE (Values and Knowledge Education) მეთოდოლოგია, როგორც ღირებულებითი განათლების ერთ-ერთი ძირითადი მეთოდური მიდგომა.
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის ნებისმიერ დაინტერესებულ ლექტორს, რომელიც მოტივირებულია სასწავლო პროცესში დანერგოს/გააძლიეროს ღირებულებითი განათლება.
ტრენინგი 2 დღის განმავლობაში განხორციელდება:
I დღე - 22 აპრილი, 17:00 – 20:00 საათი, პირისპირ ფორმატი, კავკასიის უნივერსიტეტი.
II დღე - 24 აპრილი, 17:00 – 20:00 საათი, ონლაინ ფორმატი, Google meet პლატფორმა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 აპრილი.
დარეგისტრირებული პირები ტრენინგის დაწყებამდე დამატებით ინფორმაციას მიიღებენ ელ. ფოსტით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ელ. ფოსტაზე: mzibzibadze@cu.edu.ge
