14 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს UNICEF-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ - უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, UNICEF-ის წარმომადგენლები გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას, ინფორმაციას სკოლებისა და პროგრამების შესახებ. ასევე, ისაუბრეს იმ სამომავლო პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ახორციელებს.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადამიანთა და ბავშვთა უფლებები, კურსებისა და ცენტრის ორგანიზება ბავშვთა აღზრდის მიმართულებით, რათა საგანმანათლებლო სივრცეში გაზარდონ ცნობიერება მათი უფლებების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ, UNICEF-ის წარმომადგენლები: გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში - ღასან ხალილი, კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი - მაია ქურციკიძე, ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი - თეო კუჭავა.
კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან: ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი - მარიამ მანჯგალაძე, კავკასიის განათლების სკოლის დეკანი - ალუდა გოგლიჩიძე.
ვიზიტის ბოლოს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, სტუმრებს კამპუსი დაათვალიერებინა.