ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩისა და კულტურის ატაშეს ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

25 აპრილი 2023

25 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მაჰმუდ ადიბის და კულტურის ატაშეს, აჰმად ალი მეჰრი არდესთანის უმასპინძლა.

 

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს ირანსა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებაზე, მხარეები ასევე შეთანხმდნენ ირანელი სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი საერთაშორისო პროგრამების შეთავაზებასა და საერთო ღონისძიებების ჩატარებაზე, რაც ირანული და ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

 

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი ვიზიტი უნივერსიტეტში. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, სტუმრებს უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.