რენის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

16 მაისი 2025

16 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რენის უნივერსიტეტის, საფრანგეთი, დელეგაციას უმასპინძლა.

 

კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ სებასტიენ ლე პიკარდი, რენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი  ევროპული და საერთაშორისო სტრატეგიული მიმართულებით და დიდიე მინერი, რენის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (Science Po)  საერთაშორისო სტრატეგიული მიმართულების დირექტორსა და პოლიტიკისა და საზოგადოების განყოფილების ხელმძღვანელი.

 

აღნიშნულ უნივერსიტეტებთან კავკასიის უნივერსიტეტი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კონსორციუმის ფარგლებში თანამშრომლობს. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის ორმაგი ხარისხის პროგრამების განვითარების, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში მენეჯმენტის, ისტორიის, სამართლის,  საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობა. აგრეთვე,  ერაზმუს+ ის პროექტის ფარგლებში დაფინანსებაზე ერთობლივი განაცხადის მომზადება და მოკლევადიანი პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობა, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. 

 

კავკასიის უნივერსიტეტი საფრანგეთის 20-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს და სტუდენტებსა და აკადემიურ- ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებს. უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საფრანგეთი ერთ-ერთი მოწინავე და პრიორიტეტული დესტინაციაა.