კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) სტუდენტები Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ

5 ოქტომბერი 2022

კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) სტუდენტები - გიორგი ზოიძე და გიორგი ბუკია - Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ.  

 

სტუდენტებმა აღნიშნულ პროექტში წარადგინეს თავიანთი შექმნილი - Convobridge - შეტყობინებების გაგზავნის ინკლუზიური აპლიკაცია, რომელსაც ინტეგრირებული აქვს ბრაილის კლავიატურა მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, აპლიკაცია გარდაქმნის ხმოვან შეტყობინებებს ან ჟესტების ენას სუბტიტრებად ყრუ ეკოსისტემისთვის.

 

Social Impact Award ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის მასშტაბით მასპინძლობს ადგილობრივ ღონისძიებებს და სოციალური მეწარმეობის შესახებ სემინარებს აორგანიზებს, რაც ხელს უწყობს ბიზნეს მოდელებისა და სტრატეგიების განვითარებასა და ბიზნესი იდეების პროტოტიპის რეალურ პროექტებად გადაქცევას.

 

სტუდენტები ასევე მონაწილეობას მიიღებენ Global Social Awards-ის კონფერენციაზე, რომელიც აერთიანებს სოციალური მედიის, სტარტაპ ბიზნესების და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.