პანელური დისკუსია - აჭარა ჯგუფი და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის პერსპექტივა საქართველოში

14 მარტი 2023

14 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტისა და აჭარა ჯგუფის თანამშრომლობის ფარგლებში, CU-ში ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე: აჭარა ჯგუფი და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის პერსპექტივა საქართველოში. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და აჭარა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთო ბერიშვილმა.

 

პანელურ დისკუსიაზე აჭარა ჯგუფის გუნდის წევრებმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს კომპანიის პროექტებზე და დასაქმების პერსპექტივები განიხილეს.

 

პარტნიორობის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ აჭარა ჯგუფის სტიპენდია, გაეცნონ კომპანიის საქმიანობას და სამუშაო ყოველდღიურობას, ჩაერთონ მრავალფეროვანი პროექტების გარშემო ფიქრის პროცესში და გააზიარონ თავიანთი იდეები.

 

ახალი თაობისთვის ცოდნის გაზიარება და მათი დასაქმება აჭარა ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც კომპანია 10 წელზე მეტი ავითარებს.