კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ერეკლე პირველი, კორვინუსის უნივერსიტეტის მოწინავე კვლევების ინსტიტუტის (Corvinus Institute for Advanced Studies, ბუდაპეშტი, უნგრეთი) სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიის კონკურსის გამარჯვებულია.
2025 წლის 1 სექტემბრიდან პროფესორი პირველი ეწვევა კორვინუსის უნივერსიტეტს, რათა იმუშაოს პროექტზე ევროკავშირის მდგრადობის სტანდარტების დანერგვის პროცესში ლობისტების როლზე.
ის შეურთდება CIAS-ის მკვლევართა გუნდს როგორც "Junior Research Fellow" კატეგორიის გამარჯვებული.
CIAS-ის კვლევითი სტიპენდია განკუთვნილია იმ მეცნიერებისთვის, რომელთაც გააჩნიათ გამორჩეული აკადემიური მიღწევები და წარმოადგენს განსაკუთრებულ შესაძლებლობას მოწინავე კვლევებში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად, Junior Research Fellow კატეგორიის აპლიკანტს უნდა ჰქონოდა მინიმუმ ერთი Scopus Q1 რეიტინგის ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომი.
პროფ. პირველის აკადემიური მიღწევები:
- სამი Scopus Q1 პუბლიკაცია (ყველა – პირველ ავტორად);
- ორი Scopus Q2 პუბლიკაცია (პირველ ან მეორე ავტორად);
- სამი Scopus Q3 პუბლიკაცია;
- ერთი Scopus Q4 პუბლიკაცია.
მისი პროექტი შეისწავლის ევროკავშირში მდგრადობის სტანდარტების ჩამოყალიბების პროცესში ლობისტების ჩართულობას გენდერული პერსპექტივიდან.
პროექტის ბენეფიციარი: პროფ. ერეკლე პირველი.
ჯამური სტიპენდია: 35,000 ევრო.
პროექტის დასახელება: „From the Margins to the Forefront: Investigating Gender Dynamics in Sustainability Lobbying“.