13 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: საბჭოთა ბიზნესი და მისი "შლეიფი"დღევანდელობაში.
ლექცია ჩაატარა კოკა ლაზიშვილმა - მეწარმე, 1990 წლიდან რამდენიმე წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი, რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (2004-2008).
ღონისძიების ფარგლებში, განხილული იყო შემდეგი თემები: ბიზნესი საბოჭთა პერიოდში, გეგმიური ეკონომიკის დროს, კერძო საკუთრების არ არსებობის შემთხვევაში და როდესაც ფასების დადგენა პროდუქციაზე სახელმწიფოს ხელშია; ბიზნესი გარდამავალ პერიოდში 1980- წლების ბოლო და 1990 დასაწყისში; ბიზნესი თავისუფალი ბაზრის პერიოდში.
ლექცია ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, რამაც აუდიტორიას საშუალება მისცა, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.