მდგრადი განვითარების მიზნები: „ცირკულარული ეკონომიკის როლი საქართველოს დეკარბონიზაციის სტრატეგიის იმპლემენტაციაში“

11 იანვარი

კავკასიის უნივერსიტეტმა, მესამე მისიის ფარგლებში, საინტერესო  შეხვედრა მოეწყო, რომლის სტუმარიც სოციალური საწარმო „ტენეს“ დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი იყო.

 

შეხვედრა მიეძღვნა გარემოსდაცვითი კუთხით ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას: „ცირკულარული ეკონომიკის როლი საქართველოს დეკარბონიზაციის სტრატეგიის იმპლემენტაციაში“.

 

შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი მიმოიხილა:

 

  • კერძო სექტორის პასუხისმგებლობა: ხაზი გაესვა ბიზნესის გადამწყვეტ როლს პარიზის შეთანხმებისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
  • ემისიების შემცირების გზები: პრაქტიკული მექანიზმები, თუ როგორ შეუძლიათ პასუხისმგებლიან კომპანიებს ნახშირბადის ემისიების ეფექტიანი შემცირება.
  • მდგრადი ბიზნეს-მოდელები: საუბარი შეეხო თანამედროვე გამოწვევებს და იმ სტრატეგიებს, რომლებიც აუცილებელია ნულოვანი ნახშირბადის ემისიების მისაღწევად.

 

CU აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების მიზნებზე, რათა ხელი შეუწყოს ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას, კლიმატის და ბუნებრივი რესურსების დაცვას, ინკლუზიურ ეკონომიკური ზრდას.