სიახლეები

06
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებმა ბუდაპეშტში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ვორკშოპში მიიღეს მონაწილეობა

23 ოქტომბერს, ბუდაპეშტში, ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა ვორკშოპი თემაზე – „გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება იურიდიულ განათლებაში“(Integrating a Gender Perspective into Legal Education).

06
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ლევან დარბაიძე იტალიაში საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა

26–28 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული პროფესორი, ბავშვის უფლებების ცენტრის დამფუძნებელი, ევროპის საბჭოს არასრულწლოვანთა და ოჯახის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMJF) საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან დარბაძე იტალიის ქალაქ ტურინში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.

30
ოქტ
უფასო იურიდიული კონსულტაციები ბინადრობის ნებართვის საკითხებზე

თუ თქვენ გაინტერესებთ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურები, გვსურს გაცნობოთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გაქვთ უფასოდ მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია ამ საკითებზე.

30
ოქტ
ხათუნა ბურკაძემ კავკასიის უნივერსიტეტის XI საერთაშორისო კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის მომავალზე ისაუბრა

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ კავკასიის უნივერსიტეტის XI ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“  - ხელოვნური ინტელექტის მომავალზე ისაუბრა.

 

16
ოქტ
ხათუნა ბურკაძემ გაერო-ს ადამიანის უფლებების პაქტების 60 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ციფრულ ტრანსფორმაციაზე მოხსენება წარადგინა

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესა და გაერო-ს პაქტების 60 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ციფრულ ტრანსფორმაციაზე მოხსენება წარადგინა.

13
ოქტ
საჯარო ლექცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ადვოკატის და მოსამართლის პერსპექტივიდან - ქართული და ამერიკული გამოცდილება“

12 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, გაიმართა ქართულ-ამერიკული ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ადვოკატის და მოსამართლის პერსპექტივიდან - ქართული და ამერიკული გამოცდილება“. 

22
სექ
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA თბილისის საინფორმაციო შეხვედრა

22 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA თბილისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

23
ივლ
სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

4, 5 და 6 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სკოლის  სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა.

20
ივლ
პროფესორ ლევან დარბაიძის ხელმძღვანელობით სტუდენტების სასწავლო ვიზიტი ლაიდენის უნივერსიტეტში

კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით და ცენტრის დამფუძნებლის, პროფესორ ლევან დარბაიძის ხელმძღვანელობით, სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტები - ლიზი ქაშაკაშვილი და გურანდა ღვედაშვილი 29 ივნისი - 4 ივლისის კვირაში სასწავლო ვიზიტით ჰოლანდიაში, ლაიდენის უნივერსიტეტში (Leiden University) იმყოფებოდნენ.

17
ივლ
კავკასიის სამართლის სკოლისა და European Scientific Journal (ESJ)-ის ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალის სპეციალური გამოცემა

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალისა და სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტების აქტიური ჩართულობით განხორციელდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო საემცნიერო პროექტი.