ღონისძიებას უცხოელი სტუმრები, უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, სკოლის დეკანებმა და British-American Tobacco კავკასიის დირექტორმა კორპორატიულ და მარეგულირებელ საკითხებში ზვიად სხვიტარიძემ.
სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს სხვადასხვა სკოლის კურსდამთავრებულებმა:
ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთა სახელით - არტიომ ხავშაბოვმა;
სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა სახელით - ჯემალ მამუჭაძემ;
მედიის სკოლის კურსდამთავრებულთა სახელით - მერი ქაჯაიამ;
სახელმწიფო მართვის სკოლის კურსდამთავრებულთა სახელით - ანი ქებულაძემ.
ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა ევროკომისიის ექსპერტი ექსპორტის საკითხებში - პროფესორი ბრუნო ბერნარდი. კავკასიის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პროფესორ ბრუნო ბერნარდს მიენიჭა კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
დიპლომების გადაცემის ცერემონიალი არაოფიციალური მიღებით დასრულდა.
{phocagallery view=category|categoryid=725|limitstart=0|limitcount=0}