21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტს AUF-ის რეგიონული დირექტორი, მუჰამედ კეტატა და ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში თამარ ღარიბაშვილი ეწვივნენ.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, ირენა მელუასთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ქეთევან კარბაიასთან და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო აკრედიტაციის დეპარტამენტის დირექტორთან, ირმა გრძელიძესთან.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე მოკლევადიანი და გრძელვადიანი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი 2022 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია. საუნივერსიტეტო სააგენტო აერთიანებს 120-მდე ქვეყნის 1000-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
ორგანიზაცია თავის მხრივ, ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ასოციაციაა, რომელიც არაერთ ახალ შესაძლებლობას ქმნის უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის განვითარების მიმართულებით.