დიკო კოპალეიშვილის წიგნის - „ქალები განაჩენის მოლოდინში“ - პრეზენტაცია

28 ივნისი 2023

27 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის ეზოში, CU-ის ტურიზმის სკოლის დეკანის, დიკო კოპალეიშვილის წიგნის - „ქალები განაჩენის მოლოდინში“ - პრეზენტაცია გაიმართა.

 

პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია.

 

წიგნი მხატვრული შინაარსისაა, რომლის მთავარი მოქმედი გმირები არიან ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ქალები, რომლებსაც აერთიანებთ რაღაც... რაც მათ საბოლოოდ „ერთ ოჯახად“ აქცევთ.

 

ნაწარმოები სადებიუტო ხასიათისაა და მასში ასახული რამდენიმე ისტორია ავტობიოგრაფიულია.