კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, შავი ზღვის უნივერსიტეტების კავშირის აღმასრულებელი საბჭოს წევრად და ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლად აირჩიეს

28 ივნისი 2023

26 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია, ხმათა უმრავლესობით, შავი ზღვის უნივერსიტეტების კავშირის (The Black Sea Universities Network – BSUN), აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. აღნიშნული მანდატით კი ოფიციალურად წარადგენს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საბჭოში.

 

შავი ზღვის უნივერსიტეტების კავშირი (BSUN) არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს წევრ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

 

კავშირი მოიცავს 120-ზე მეტ უნივერსიტეტს, 12 ქვეყნიდან. მათ შორისაა შემდეგი ქართული უნივერსიტეტები: კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.