12 ივლისს, საბაკალავრო პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებმა მათ მიერ შექმნილი საბოლოო პროდუქტების პრეზენტაცია გამართეს.
მიმართულება - პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები:
ქეთი სოვდაგრიშვილი - (ხელმძღვანელი: მერაბ თავართქილაძე)-ელექტრონული კომერცია საქართველოში;
თორნიკე ბიბილაშვილი - (ხელმძღვანელი: ზაზა გამეზარდაშვილი)-სკანირებული ქართული ტექსტის ამომცნობი პროგრამა (ევრისტიკული მეთოდით);
ბექა გელაშვილი - (ხელმძღვანელი: ზაზა გამეზარდაშვილი)-სკანირებული ქართული ტექსტის ამომცნობი პროგრამა (გრაფთა თეორიის გამოყენებით);
კონსტანტინე გახარია - (ხელმძღვანელი: იოსებ ძმანაშვილი)- სტუდენტთა შეფასებების მართვის სისტემა.
მიმართულება - გრაფიკა და ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქცია:
ირინე ხარაძე - (ხელმძღვანელი: ალექსანდრე ასათიანი)-ვიზუალური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო კომისიამ, რომელიც კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მოწვეული სპეციალისტებისგან შედგებოდა, სტუდენტთა ნამუშევრები შეაფასა.