12 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ უმასპინძლა როგორც ათენის ბერძნულ-ქართული ინსტიტუტისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ "კავკასიას", რომლის დამფუძნებელი კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ცნობილი ქართველი ელინისტი ავთანდილ მიქაბერიძეა, ასევე ქართველ დრამატურგს რეზო კლდიაშვილს.
შეხვედრის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ "კავკასიის", ასევე ათენის ბერძნულ-ქართული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებსა და არსებულ მიღწევებზე ისაუბრეს.
ტრადიციულად, სტუმრებისთვის კამპუს ტური მოეწყო, ხოლო შეხვედრა CU-ის ფოლკლორული ანსამბლის გამოსვლით და სიმბოლური საჩუქრის გადაცემით დასრულდა.