CU - ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მერვე კვირის აქტივობების ფარგლებში პროგრამის მონაწილეებს კროკობეთის დამფუძნებელი, თემურ მიქელაძე და თანადამფუძნებელი გიორგი ბარნაბიშვილი შეხვდნენ.
სტუმრები CUnicorn-ის მონაწილე გუნდების იდეებს გაეცნენ, მათი განხორციელების გზებზე იმსჯელეს და სტარტაპერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ბიზნესის შექმნის და განვითარების მიმართულებით.